Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა


ერაყიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 33 ადამიანი დაიღუპა დღეს იქ სხვადასხვა ინციდენტის შედეგად.

ერაყიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 33 ადამიანი დაიღუპა დღეს იქ სხვადასხვა ინციდენტის შედეგად.
ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ბაიჯიში თვითმკვლელმა საწვავით სავსე მანქანა პოლიციის შტაბბინასთან ააფეთქა. დაიღუპა 18 პირი, დაშავდა 40. სხვა, ასევე თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად, ჰილაჰში 8 კაცი დაიღუპა, 25 – დაშავდა. შემთხვევა მოხდა პოლიციის აკადემიასთან, დაღუპულთა შორის არიან პოლიციელები. ბაღდადის ერთ-ერთ სასტუმროში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა და 7 ადამიანი შეიწირა. აშშ-ის არმიის თანახმად, შაბათს და დღეს მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG