Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა ულტიმატუმი


პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა ულტიმატუმი წაუყენა ისლამისტ რადიკალებს,

პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა ულტიმატუმი წაუყენა ისლამისტ რადიკალებს,
რომელებიც, უკვე მე-5 დღეა, ისლამაბადში, წითელ მეჩეთში არიან გამაგრებული. პრეზიდენტი მათ დანებებას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილი ემუქრება. მუშარაფი მოუწოდებს ამბოხებულ ისლამისტ ახალგაზრდებს – სასწრაფოდ გაათავისუფლონ ქალები და ბავშვები, რომლებსაც ისინი "ცოცხალ ფარად" იყენებენ. რადიკალი ახალგაზრდების სულიერი ლიდერის აბდულ რაშიდ ღაზის თქმით, ის და მისი მიმდევრები დანებებას არ აპირებენ და წამებულ სიკვდილს ამჯობინებენ. 3 ივლისის შემდეგ წითელი მეჩეთი ასობით პოლიციელისა და სამხედროს ალყაშია. ამ ხნის მანძილზე, დაპირისპირების შედეგად, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ წითელი მეჩეთი დატოვა, თუმცა იქ კვლავაც რჩება ასეულობით ისლამისტი რადიკალი. ვრცელდება ცნობა, რომ ამბოხებულები პაკისტანში შარიათის კანონის ამოქმედებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG