Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არამეგობრულ ქმედებად აფასებს მოსკოვის


საქართველო არამეგობრულ ქმედებად აფასებს მოსკოვის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის

საქართველო არამეგობრულ ქმედებად აფასებს მოსკოვის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებას. როგორც კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, არსებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად აფხაზეთი არის საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილი. მონაწილე სახელმწიფოებმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ უნდა დაამყარონ აფხაზური მხარის ხელისუფლებასთან სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური, სატრანსპორტო და სხვა სახის ურთიერთობები. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა და მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა 9 ივლისს მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG