Accessibility links

logo-print

თეთრი სახლის ანგარიში, რომელიც დღეს


თეთრი სახლის ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შერეულ შეფასებას აძლევს ერაყის მთავრობის მიღწევებს იმ პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების

თეთრი სახლის ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შერეულ შეფასებას აძლევს ერაყის მთავრობის მიღწევებს იმ პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების
სფეროს ამოცანებთან დაკავშირებით, რასაც მისგან შეერთებული შტატები მოელოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყის მთავრობამ ამერიკის კონგრესის მიერ ჩამოყალიბებული 18 მოთხოვნიდან "დამაკმაყოფილებელ" წინსვლას მიაღწია 8 პუნქტში. ამდენივეა "არადამაკმაყოფილებელი" შედეგიც, ხოლო მიღწევები დანარჩენ 2 შემთხვევაში "შერეული" ხასიათისაა. ანგარიშის მიხედვით, პროგრესი შეიმჩნევა ერაყში ძალადობის შემცირებისა და უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ. თუმცა ჯერ კიდევ მიუღწეველია მთავარი მიზნები, რომლებიც ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის ძალადობის შემცირებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მიერ მომზადებული ანგარიში შუალედური შეფასებაა ჯორჯ ბუშის სტრატეგიისა, რომელიც ერაყში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG