Accessibility links

logo-print

ქართველ სამხედროთა 1200-კაცამდე გაზრდილი შემადგენლობა


ქართველ სამხედროთა 1200-კაცამდე გაზრდილი შემადგენლობა ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულებას იწყებს

ქართველ სამხედროთა 1200-კაცამდე გაზრდილი შემადგენლობა ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულებას იწყებს
დღეს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომიდან 300 კაციანი ბატალიონი ქუვეითში გაემგზავრება, საიდანაც 23 ივლისს ერაყში, ქალაქ ალ-კუტში ჩავლენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალ-კუტში მათ შეუერთდება 850 ქართველი სამხედრო, რომლებიც სამშვიდობო მისიას ბაქუბასა და ბაღდადში ასრულებენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ ქართველი სამშვიდობოები პატრულირებას ალ-კუტსა და ირანის საზღვართან განახორციელებენ.
XS
SM
MD
LG