Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა თალიბებმა დღეს განაცხადეს, რომ


ავღანელმა თალიბებმა დღეს განაცხადეს, რომ 22 სამხრეთკორეელი მძევლიდან რამდენიმეს მოკლავენ,

ავღანელმა თალიბებმა დღეს განაცხადეს, რომ 22 სამხრეთკორეელი მძევლიდან რამდენიმეს მოკლავენ,
თუკი მთავრობა არ დათანხმდება ორშაბათამდე გაათავისუფლოს მის ციხეებში მყოფი მეამბოხეები. ექსტრემისტები იმუქრებიან, რომ მოკლავენ დარჩენილ მძევლებს, რომელთა შორის 16 ქალია, თუკი თალიბანის წევრებს არ გაათავისუფლებენ ციხეებიდან. დღეს სამხრეთ კორეის წარმომადგენელი ბეკ იონ ჩუნი შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის კრიზისის თაობაზე მოსალაპარაკებლად. მისი თქმით, სეული გაგებით მოეკიდება ავღანეთის მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მძევალთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის სამხრეთ კორეელი თანამშრომლები თალიბებმა 19 ივლისს აიყვანეს მძევლად. მას მერე მათ ჯგუფის ხელმძღვანელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG