Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები აპირებს საუდის არაბეთს


შეერთებული შტატები აპირებს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ისრაელს მიაწოდოს 63 მილიარდი დოლარის შეიარაღება .

შეერთებული შტატები აპირებს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ისრაელს მიაწოდოს 63 მილიარდი დოლარის შეიარაღება .
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ეგვიპტეში მოლაპარაკება გამართეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა. “შეერთებული შტატები მყარ გარანტიას აძლევს მოკავშირეებს, რომ დაეხმარება უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გავაქვს რეგიონში, ეს არის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამშვიდობო პროცესის შედეგების დაცვა და მათი სამომავლოდ განმტკიცება,” –განაცხადა კონდოლიზა რაისმა. შეერთებული შტატები აპირებს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ისრაელს მიაწოდოს 63 მილიარდი დოლარის შეიარაღება, რაც მიზნად ისახავს “ალ ყაიდისა","ჰისბოლაჰისა” და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ასევე უკუქმედებას ირანისა და სირიისადმი.
XS
SM
MD
LG