Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლებამ და თალიბანის დაჯგუფებამ


ავღანეთის ხელისუფლებამ და თალიბანის დაჯგუფებამ ჯერ ისევ ვერ შეარჩიეს შეხვედრის ადგილი, სადაც

ავღანეთის ხელისუფლებამ და თალიბანის დაჯგუფებამ ჯერ ისევ ვერ შეარჩიეს შეხვედრის ადგილი, სადაც
მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სამხრეთკორეელი 21 მძევლის ბედთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეის დელეგაცია, რომელიც ღაზნის პროვინციაში იმყოფებოდა, უშუალოდ გამტაცებლებთან ითხოვდა შეხვედრას. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, გაერომ უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცეს თალიბანის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შესაძლო მოლაპარაკებებში სამხრეთ კორეასთან. სამხრეთკორეელი 21 მძევალი თალიბანის დაჯგუფებამ დაახლოებით 2 კვირის წინათ გაიტაცა. მძევლების სანაცვლოდ თალიბანელები დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ. ავღანეთის ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს. მეამბოხეებმა 2 მძევალი უკვე მოკლეს.
XS
SM
MD
LG