Accessibility links

ერაყის ქალაქ აჯაფში დღეს ალ-ყადისიას


ერაყის ქალაქ აჯაფში დღეს ალ-ყადისიას პროვინციის გუბერნატორი ხალილი ჯალილ ჰამზა და პოლიციის ხელმძღვანელი

ერაყის ქალაქ აჯაფში დღეს ალ-ყადისიას პროვინციის გუბერნატორი ხალილი ჯალილ ჰამზა და პოლიციის ხელმძღვანელი
გენერალ-მაიორი ხალიდ ჰასანი მოკლეს. მათი სიცოცხლე გზისპირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას შეეწირა. ასევე დაიღუპნენ მძღოლი და 3 პირადი მცველი. კიდევ 3 პირადი მცველი დაიჭრა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური მალიკიმ მომხდარი დაგმო და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰამაზი ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს წევრი იყო.
XS
SM
MD
LG