Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია არ აპირებს ერაყში სამხედრო


ავსტრალია არ აპირებს ერაყში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას.

ავსტრალია არ აპირებს ერაყში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოუარდმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა მხარში ედგება აშშ-ს ერაყში და არ შეამცირებს ჯარისკაცების რიცხვს. ამ შინაარსის განცხადება მოჰყვა ჰოვარდისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოლაპარაკებას სიდნეიში. ბუშმა კი პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ერაყში ხედავს პოლიტიკურ წინსვლას და წინსვლას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ბუში მიზანშეწონილად მიიჩნევს ერაყში ამერიკული კონტინგენტის დარჩენას - მათი გაყვანის მოთხოვნის მიუხედავად. ავსტრალიისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა წინ უსწრებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტს, რომელზეც ამ შაბათ-კვირას, უწინარეს ყოვლისა, კლიმატურ ცვლილებებზე და გლობალურ ვაჭრობაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG