Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონრესში, დღეს დაიწყო მოსმენა


აშშ-ის კონრესში, დღეს დაიწყო მოსმენა ანგარიშისა ერაყში

აშშ-ის კონრესში, დღეს დაიწყო მოსმენა ანგარიშისა ერაყში
ვითარების შესახებ. მოსმენა, რომლის ავტორები არიან გენერალი დევიდ პეტრეუსი და ელჩი რაიან კროკერი, ორ დღეს გასტანს. გენერალმა პერტეუსმა თავის გამოსვლის დასაწყიში განაცხადა, რომ სამხედრო ამოცანები, რომლებიც აშშ-ის არმიის რიცხვის ზრდას უნდა მოჰყოლოდა, მთლიანობაში შესრულდა, და რომ გასულ თვეებში, ძლიერი მტერთან ბრძოლაში, ცხელ ზაფხულში, კოალიციამ და ერაყის ჯარმა წინსვლას მიაღწიეს უშიშროების სფეროში
მისივე აზრით, 2008 წლის შუაში შესაძლებელი გახდება ერაყში ჯარის რიცხვის გაზრდამდელ დონეზე დაყვანა.
მისი თქმით, ირანი აწარმოებს ერაყში გავლენისთვის ომს შიიტების გზით ერაყის სახელმწიფოს და აშშ-ის არმიის წინააღამდეგ. აშშ-ის ელჩმა ერაყში ბრაიან კროკერმა განაცხადა, რომ მას სწამს, რომ უსაფრთხო, სტალიბული და დემოკრატიული ერაყის აშენება, რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობა ექნება მეზობლებთან, შესაძლებელია.
მოსმენის დაწყებამდე, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ , დემოკრატმა ტომ ლენტოსმა განაცხადა, რომ შეიძლება აშშ-ის ჯარის ზრდამ გარკვეული ტაქტიკური წარმატება მოიტანა, მაგრამ სტრატეგიულად, მან არ გაამართლა.
XS
SM
MD
LG