Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გამართულ “ოსთა ყრილობას” საბჭოური


ცხინვალში გამართულ “ოსთა ყრილობას” საბჭოური ყაიდის აქცია უწოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა

ცხინვალში გამართულ “ოსთა ყრილობას” საბჭოური ყაიდის აქცია უწოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა
კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, დავით ბაქრაძემ. ამასთან, ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში უარყო რუსეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში აქციის ჩატარებას გეგმავდეს. “ოსთა ყრილობასთან” დაკავშირებით ცხინვალში ჩავიდნენ სტუმრები რუსეთის ფედერაციიდან, ასევე აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა 20 სექტემბერს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG