Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არმიის


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არმიის სარდლის პოსტზე თავისი მემკვიდრე დაასახელა.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არმიის სარდლის პოსტზე თავისი მემკვიდრე დაასახელა.
ეს არის გენერალი აშფაყ კიანი, რომელიც არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას გადაიბარებს, როცა ის გათავისუფლდება. მუშარაფის ადვოკატების თქმით, იგი გადადგება არმიის სარდლობიდან, თუკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 6 ოქტომბერს შედგება. დღეს ეროვნული პარლამენტისა და პროვინციათა ასამბლეების წევრი რამდენიმე ათეული კანონმდებელი გადადგა, რათა ხელი შეეშალა კენჭისყრის ლეგიტიმურობისთვის. მათი თქმით, მუშარაფს არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მან შეინარჩუნა არმიის სარდლის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG