Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გამართულ მიტინგზე პატივი მიაგეს


მოსკოვში გამართულ მიტინგზე პატივი მიაგეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას.

მოსკოვში გამართულ მიტინგზე პატივი მიაგეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას.
პოლიტკოვსკაია, რომელმაც სახელი გაითქვა ჩეჩნეთის ომზე რეპორტაჟებით, ერთი წლის წინ მოკლეს მოსკოვში, მისივე სახლის ლიფტში. მისი მოკვლის წლისთავთან დაკავშირებით დღეს მოსკოვში შეკრებილებს შორის იყვნენ ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც მთელს მსოლიოში გამოეხმაურა პოლიტკოვსკაიას, კასიანოვის თქმით, "პოლიტიკურ მკვლელობას". მისი გამოსვლის შემდეგ მიტინგზე გაისმა შეძახილები “რუსეთი პუტინის გარეშე”.
XS
SM
MD
LG