Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,
რომელიც დღეს ისრაელში ჩავიდა, შეხვდა თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკს. რაისი მოლაპარაკებებს მართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმეტრთან, რის შემდეგაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრას. ახლო აღმოსავლეთში რაისის მოგზაურობის მიზანია, მოამზადოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობის მოგვარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიმართება ნოემბერში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერებს შორის სერიოზული უთანხმოების გამო არ ელის გარღვევას ამჟამინდელი მოლაპარაკებებისგან.

XS
SM
MD
LG