Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო პაკისტანელებს მოუწოდებს, პროტესტი გამოთქვან პრეზიდენტ

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო პაკისტანელებს მოუწოდებს, პროტესტი გამოთქვან პრეზიდენტ
ფერვეზ მუშარაფის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ. ბჰუტომ მუშარაფს მოუწოდა, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და მიემხროს არჩევნების გეგმისამებრ გამართვას. დღეს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ასობით მომხრის წინააღმდეგ ისლამაბადში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ბჰუტო მასობრივი საპროტესტო აქციებისაკენ მოწოდებით გამოვიდა. პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოს პარტიამ პირობა დადო,რომ დემონსტრაციას მოაწყობს ისლამაბადთან, რათა პროტესტი გამოთქვას საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ მიუხედავად ოფიციალური პირების მუქარისა, რომ დემონსტრაციას დაარბევენ. ბენაზირ ბჰუტოს ორგანიზაცია "პაკისტანის სახალხო პარტიის" მაღალი რანგის წარმომადგენელ ბაბარ ავანის თქმით, პარტია გმობს დემონსტრაციის აკრძალვას და აცხადებს, რომ მაინც ჩაატარებს საპროტესტო აქციას რავალპინდიში.
XS
SM
MD
LG