Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით


რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 62,8 პროცენტით ლიდერობს "ერთიანი რუსეთი".

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 62,8 პროცენტით ლიდერობს "ერთიანი რუსეთი".
ამის შესახებ კვირას საღამოს, საარჩევნო უბნების თბილისის დროით საღამოს 10 საათზე დახურვის შემდეგ განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჩუროვმა. როგორც იუწყებიან, ელექტორატი საკმაოდ აქტიური იყო: მოსკოვის დროით 17 საათზე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა 55 პროცენტს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვლადიმირ ჩუროვის განცხადებით, "ედინაია როსიას" (ხმების 62,8 მეათედი პროცენტი) მოჰყვება რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია ხმების 11,5 პრცოენტით. მესამე ადგილზეა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (10,6 პროცენტი), ხოლო მეოთხეზე - "სამართლიანი რუსეთი" ხმების 7,1 პროცენტით. სულ 11 პარტია ცდილობდა მანდატების მოპოვებას რუსეთის 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში. თუმცა, იმთავითვე დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ პრეზიდენტ პუტინის პარტია “ედინაია როსიას” (ერთიან რუსეთს).
XS
SM
MD
LG