Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაითს უოჩმა"


საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაითს უოჩმა" საქართველოს ხელისუფლება

საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაითს უოჩმა" საქართველოს ხელისუფლება
ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა. მის ანგარიშში საუბარია 7 ნოემბრის დემონსტრაციების დარბევასა და ოპოზიციური ტელეარხის "იმედის" დახურვაზე. ნიუ-იორკში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის მიმართულებათა დირექტორის ჰოლი კარნერის განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ "ზღვარს გადააბიჯა". ასევე საქართველოს ხელისუფლებაა დადანაშაულებული ანგარიშში, რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულმა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა ოთხშაბათს გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების "მზარდ ავტორიტარულ კურსზე". უფლებადამცველი ორივე ორგანიზაცია მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, ძალისხმევა მიმართონ დემოკრატიული რეფორმებისკენ საქართველოში.
XS
SM
MD
LG