Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეების


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, ხარვეზების მიუხედავად,

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, ხარვეზების მიუხედავად,
არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების უმრავლესობას და მათი შედეგები კანონიერად უნდა ჩაითვალოს. თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ელსი ჰასტინგსმა განაცხადა, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა თავისუფალ კონკურენციაში მონაწილეობის საშუალება და ამომრჩევლებს შეეძლოთ კენჭისყრაში ხელშეუშლელად მონაწილეობა. ქართველებს არჩევნების შედეგების პატივისცემისაკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა მატიაშ ეორშიმ.
XS
SM
MD
LG