Accessibility links

logo-print

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებულმა ოპოზიციამ

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებულმა ოპოზიციამ
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სხვადასხვა მონაცემებით, თბილისის ცენტრში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთიანი ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მეორე ტურის ჩატარება. გაჩეჩილაძის განცხადებით, აუცილებელია აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს და სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილებები. თბილისის მერიამ ოპოზიციას საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ვადა 18 იანვრის საღამოს 10 საათამდე მისცა. თუმცა, როგორც ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები აცხადებენ, შესაძლოა აქციები უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG