Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმა განაცხადა,

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმა განაცხადა,
რომ რუსეთის გადაწყვეტილება, სავიზო რეჟიმი გაუმკაცროს ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლებს, კიდევ უფრო გააუარესებს ორ ქვეყანას შორის დაძაბულ დიპლომატიურ ურთიერთობებს. მილიბანდის განცხადება მოჰყვა მოსკოვის გუშინდელ განცხადებას, რომ იგი ვიზების გაცემას შეუწყვეტს ბრიტანეთის ამ კულტურული ორგანიზაციის თანამშრომლებს, ვინაიდან ბრიანეთის საბჭომ უგულებელყო კრემლის განკარგულება, დაეხურა ორი ოფისი. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში მკვლელობასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG