Accessibility links

სტრასბურგში მუშაობას განაგრძობს ევროსაბჭოს საპარლამენტო


სტრასბურგში მუშაობას განაგრძობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.

სტრასბურგში მუშაობას განაგრძობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.
დღეს განხილულ საკითხებს შორის იყო კოსოვოს მომავალი სტატუსი. ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტერი დევისის განცხადებით, ევროსაბჭოს ტრიბუნა არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ კოსოვოს სტატუსი განსაზღვროს, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ყოველთვის ეთმობა ადგილი ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიც არის კონფლიქტები. დღესვე ტერი დევისი პრეს-კონფერენციაზე შეეხო საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების თემას: არჩევნების შედეგი ნათელია და პრეზიდენტი სააკაშვილი არჩეულ იქნა. თუმცა, არსებობს სერიოზული კრიტიკა სააკაშვილის სასარგებლოდ სახელისუფლო რესურსების გამოყენების თაობაზე. მაგრამ არჩევნების შედეგი მართებული იყო - მართებული იყო იმ მხრივ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველმა ხალხმა აირჩია". 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარდგება. ამავე დღეს განიხილავენ ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მოხსენებას, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დადგენილ დარღვევებსაც ეხება.
XS
SM
MD
LG