Accessibility links

logo-print

ალ-ყაიდის ლიდერმა ავღანეთში დაადასტურა დაჯგუფების


ალ-ყაიდის ლიდერმა ავღანეთში დაადასტურა დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის სიკვდილი. აბუ ლეით ალ-ლიბი,

ალ-ყაიდის ლიდერმა ავღანეთში დაადასტურა დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის სიკვდილი. აბუ ლეით ალ-ლიბი,
რომელიც ალ-ყაიდის ავღანეთში მოქმედი განშტოების მეთაურად სახელდებოდა, სავარაუდოდ დაიღუპა იანვრის მიწურულს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშისას. თავდასხმა პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა და, როგორც იუწყებოდნენ, 13 უცხოელი მეამბოხის სიცოცხლე შეიწირა. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა მუსტაფა აბუ ალ-იაზიდმა, ალ-ყაიდის განშტოების ლიდერმა ავღანეთში. ვიდეო მიმართვაში ის ამბობს, რომ ალ-ლიბის სიკვდილი მხოლოდ გააძლიერებს ალ-ყაიდის ბრძოლას მტრების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG