Accessibility links

უკრაინის სახელწიფო კომპანია “ნეფტოგაზის”


უკრაინის სახელწიფო კომპანია “ნეფტოგაზის”

უკრაინის სახელწიფო კომპანია “ნეფტოგაზის”
წარმომადგენლებმა მოსკოვში მოლაპარაკება გამართეს “გაზპრომთან”, რომელმაც გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ შეუწყვეტს უკრაინას გაზის მიწოდებას სამშაბათს, ანუ ხვალ, თუკი კიევი არ გადაიხდის მილიარდნახევარ დოლარს, რომელსაც მოითხოვს “გაზპრომი”.
გავრცელდა ცნობა, რომ “გაზპრომის” წარმომადგენლის თანახმად, უკრაინასთან დაპირისპირება გაზის თაობაზე სამშაბათისთვის დადგენილ ვადამდე, ალბათ, არ მოგვარდება.
სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ თუკი ვერ მორიგდნენ ამ მილიარდნახევრიანი ვალის თაობაზე, “გაზპრომი” შეუწყვეტს უკრაინას გაზის მიწოდებას ერთი მეოთხედით, ხვალ დილით. მისივე ცნობით, რუსეთი შეწყვეტს თავის მიერ წარმოებული გაზის მიწოდებას. შუა აზიიდან მომავალი აირის ნაკადი კი გააგრძელებს დიდებას. რუსეთის წილი სწორედ 25 პროცენეტია. კუპრიანოვმა რუსეთის რაიდიოარხ “ეხო მოსკვის” უთხრა, რომ ახალი გარიგება კიევთან, მხოლოდ ამ ვალის დაფარვის შემდეგ არის შესაძლებელი.
გაზი, რომელიც უკრაინას მიეწოდება, შუა აზიიდან გადაიქაჩება და მომავალშიც რუსეთის გავლით იმოძრავებს. “გაზპრომმა” ასევე განაცხადა, რომ ევროპის კავშირისთვის გაზის მიწოდება არ შეუფერხდება. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ხვალიდან მოსკოვშია ვიზიტად.
XS
SM
MD
LG