Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ხელმძვანელობის წევრი ფრანკო ფრატინი


ევროკავშირის ხელმძვანელობის წევრი ფრანკო ფრატინი გამოვიდა წინადადებით,

ევროკავშირის ხელმძვანელობის წევრი ფრანკო ფრატინი გამოვიდა წინადადებით,
მკვეთრად გამკაცრდეს კონტროლი ევროპის კავშირის საზღვრებზე. ფრატინი, რომელიც ევროკომისიაში სამართლებრივი საკითხებისთვის არის პასუხისმგებელი, გამოდის წინადადებით, დამატებითი ზომები იქნეს შემოღებული ევროკავშირის ტერიტორიაზე შემსვლელთა კონტროლისთვის. კერძოდ, იგი თითის ანაბეჭდების აღების მომხრეა. "ეს ზომები შიცავს წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ევროპის სასაზღვრო კონტროლის მთელი სისტემა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მაფიას, კონტრაბანდისტებს ან ტერორისტებს უკეთესი ტექნოლოგია მოეპოვებოდეთ, ვიდრე ჩვენს პოლიციას. აი, რატომ უნდა გავააქტიუროთ ტექნოლოგიის გამოყენება," განცახადა ფრატინიმ. ეს წინადადება, რომლის რეალიზაცია რამდენიმე მილიარდი ევრო დაჯდებოდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა განიხილონ.

XS
SM
MD
LG