Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ


სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა დღეს სტრასბურგში

სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა დღეს სტრასბურგში
ევროპარლამენტის კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა სერბიის პოზიციაზე კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან მიმართებით: [იერემიჩის ხმა] “სერბიის მთავრობისა და სერბი ხალხის აზრით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არის სამარცხვინო აქტი. ეს არის სერბული დემოკრატიის ღალატი, ეს არის საერთაშორისო სამართლის ღალატი, ეს არის გაეროს ქარტიის ღალატი, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის ყველა ნორმის ღალატი”. იქვე სერბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბელგრადი განაგრძობს საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას, რათა მხარეებმა მიაღწიონ კონსენსუსს კოსოვოს მომავალ სტატუსზე. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ხავიერ სოლანამ სამშაბათს პრიშტინაში ვიზიტისას კოსოვოს კიდევ ერთხელ აღუთქვა ევროკავშირის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG