Accessibility links

logo-print

სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ოპოზიცია


სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ოპოზიცია ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.

სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ოპოზიცია ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.
მის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. სომხეთში ოპოზიციის მხარდამჭერები საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობენ. დღეს ერევანში გამართულ მიტინგში მონაწილეობდა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. ოპოზიცია და მისი მომხრეები არ ცნობენ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის გამარჯვებას და 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სერჟ სარქისიანმა ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 53 პროცენტი მიიღო, ხოლო ყოფილ პრეზიდენტს ლევონ ტერ-პეტროსიანს 21,5 პროცენტი ხვდა წილად. მომიტინგეები სწორედ ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობას ითხოვენ. ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული მომიტინგე ღამეს კარვებში ათევს.
XS
SM
MD
LG