Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი საგანგებო


ერაყის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი საგანგებო წარმომადგენელს გააგზავნის ბაღდადში,

ერაყის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი საგანგებო წარმომადგენელს გააგზავნის ბაღდადში,
ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო ინტერვენციაზე მოსალაპარაკებლად. ერაყის მთავრობის პრეს-მდივნის განმარტებით, თურქეთის წარმომადგენელი 27 თებერვალს ჩავა ბაღდადში. მანამდე ერაყმა თურქეთს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა კრიზისის მოსაგვარებლად. თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებს. ამასობაში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა გაიმეორა ვაშინგტონის მოწოდება თურქეთის მისამართით, მალე დაასრულოს სამხედრო კამპანია ჩრდილოეთ ერაყში. ერაყში ქურთების რეგიონის ლიდერებმა კი გამოთქვეს გაფრთხილება, რომ აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევენ ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაციას, თუ იერიშები სამოქალაქო პირებზე განხორციელდა.
XS
SM
MD
LG