Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
მის მიერ შარშან დაარსებულ პარტიას "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის". ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა პარტიის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც რამდენიმე სტრუქტურული ცვლილების საკითხი გადაწყდება. ცვლილებების მიღების შემდეგ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი თორთლაძე პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდება. ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად პარიზშია, სადაც განიხილება მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება საკითხი. ოქრუაშვილი ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის არის სამსახურეობრივი უფლებების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება.
XS
SM
MD
LG