Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპარლამენტო


წინასწარი მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის

წინასწარი მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის
მომხრე რადიკალი კონსერვატორები. ამ დროისთვის დათვლილია 144 უბნის მონაცემები. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციის თანახმად, აჰმადინეჟადის მომხრე კონსერვატორების სათვალავზე, ამ ეტაპზე, 53 სადეპუტატო მანდატი მოდის. 38 მანდატი ერგოთ ზომიერი კურსის მომხრე კონსერვატორებს, ხოლო რეფორმატორებს ჯერჯერობით 18 ადგილი ხვდათ წილად. ირანის პარლამენტში, მეჯლისში, სულ 290 პარლამენტარის ადგილია. დამოუკიდებელი მეთვალყურეები და ადგილობრივი რეფორმატორი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 14 მარტს ირანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი არ იყო. დიდი პრეტენზია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ძალიან ბევრ რეფორმატორ კანდიდატს საშუალება არ მიეცა, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. დარღვევები უშუალოდ კენჭისყრის პროცესშიც აღინიშნებოდა.
XS
SM
MD
LG