Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა
მოსკოვში ორდღიანი მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო შერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების გეგმა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ანტისარაკეტო სისტემის თაობაზე. მაგრამ გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ დიალოგი ამ თემაზე. მანამდე კი, რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ რაისმა ისაუბრა "დადებითი ატმოსფეროს" შესახებ, რომელიც შეიქმნა ორშაბათს მისი და გეიტსის შეხვედრისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ახლახან არჩეულ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან. საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი კმაყოფილია, როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ორშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისაგან მიიღო ძალზე სერიოზული შინაარსის წერილი, რომელიც ხელს შეუწყობს ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიეროთობებში არსებული ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას.


XS
SM
MD
LG