Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ის “არ


ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ის “არ მოელის”, რომ საქართველოსა და უკრაინას “მეპ”-ს შესთავაზებენ

ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ის “არ მოელის”, რომ საქართველოსა და უკრაინას “მეპ”-ს შესთავაზებენ
ნატოს სამიტზე, რომელიც დღეს ბუქარესტში დაიწყო და 4 აპრილამდე გასტანს. პრეს-მდივან ჯეიმს აპატურაის ეს განცხადება მოჰყვა ნატოს ლიდერების სამუშაო ვახშამს. ასევე ვახშმის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამიტის მსვლელობაში ნატოში გაწევრიანებას შესთავაზებენ ხორვატიას და ალბანეთს, მაშინ როცა მაკედონიის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთთან უთანხმოების გამო. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საფრანგეთი დათანხმდა ავღანეთში თავისი სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვნად გაზრდას.
XS
SM
MD
LG