Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს არ გადაუსროლია სამხედრო ქვედანაყოფები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს არ გადაუსროლია სამხედრო ქვედანაყოფები
კოდორის ხეობასა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, როგორც ამას აფხაზური მხარე ამტკიცებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქარეთველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები დასავლეთ საქართველოში გეგმიურ სწავლებას გადიან. რაც შეეხება აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის სერგეი ბაღაფშის ულტიმატუმს, მას კეზერაშვილი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას არ ურჩევს. გუშინ სერგეი ბაღაფში დაიმუქრა, რომ აფხაზეთი საპასუხო ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთი დღის განმავლობაში არ გაიყვანს შეიარაღებულ ქვედანაყოფებს ზუგდიდის რაიონიდან და კოდორის ხეობის ზემო ნაწილიდან.
XS
SM
MD
LG