Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დღეს ”სომეხთა გენოციდის დღეს”


სომხეთში დღეს ”სომეხთა გენოციდის დღეს” აღნიშნავენ.

სომხეთში დღეს ”სომეხთა გენოციდის დღეს” აღნიშნავენ.
სომხეთი ”გენოციდს” უწოდებს თურქეთში 1915 წლის შემდეგ მომხდარ სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას. თურქეთი, თავის მხრივ, ამას უარყოფს და ამბობს რომ სომხები სისტემური გენოციდის მსხვერპლნი არ ყოფილან. ეს კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის. დღეს ერევანში გამართული ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თქვა რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს მცდელობას, საერთაშორისო თანამეგობრობამ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა გენოდიცად აღიაროს - თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. სომეხთა გენოდიცი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას - მათ შორის რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთს და კანადას.
XS
SM
MD
LG