Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიანი ამერიკელი კანონმდებელი, წარმომადგენელთა პალატის


გავლენიანი ამერიკელი კანონმდებელი, წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი,

გავლენიანი ამერიკელი კანონმდებელი, წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი,



რესპუბლიკელი პიტ ჰოექსტრა ამბობს რომ ჩრდილოეთმა კორეამ ”დამაჯერებელი” პასუხი უნდა გასცეს შეერთებული შტატების ბრალდებას, რომ ფხენიანი სირიას ატომური რეაქტორის მშენებლობაში ეხმარებოდა. ჰოექსტრას თქმით, ჩრდილოეთი კორეა ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში დარჩება მანამ, სანამ ის ამ ბრალდებებს არ უპასუხებს. ჰოექსტრას და სხვა კანონმდებლებს დღეს დახურულ კარს მირმა გამართულ შეხვედრაზე მიეწოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა სირიას ატომური რეაქტორის მშენებლობაში ეხმარებოდა. გავრცელებული ცნობებით, სადგური, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, სექტემბერში ისრაელის სამხედრო ავიაციამ გაანადგურა. ოთხშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სირიის ელჩმა, ბაშარ ჯააფარიმ, უარყო სირიაში ატომური სადგურის მშენებლობაში ჩრდილოეთი კორეის მონაწილეობის ფაქტი.
XS
SM
MD
LG