Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა


საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, და თავდაცვის სამინისტროებმა

საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, და თავდაცვის სამინისტროებმა
საგანგებო განცხადებები გაავრცელეს, და კატეგორიულად უარყვეს ცნობა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს ორი მზვერავი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე. ეს ინფორმაცია დღეს სეპარატისტული რესპუბლიკის ოფიციალურმა უწყებებმა გაავრცელეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შაბმას ინფორმაციით, თვითმფრინავები აფხაზეთის საჰაერო ძალების მიერ, დღეს შუადღისას იქნა ჩამოგდებული.
რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, შაბმამ განაცხადა, რომ თვითმფრინავებით დასტურდება - საქართველოს ”აგრესიულ მიზნები” აქვს აფხაზეთთან მიმართებით. სოხუმიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, ოდნავ მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ”რუსეთის კიდევ ერთ პროვოკაციას” უწოდებს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიც უარყოფენ - და იქვე დასძენენ, რომ საქართველოს მხარე ”იტოვებს საქართველოს სუვერენულ საჰაერო სივრცეში” უპილოტო თვითმფრინავებით ფრენის ნებისმიერ დროს განხორციელების უფლებას.
XS
SM
MD
LG