Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარის სახელმწიფო მედიის ცნობით, ციკლონ


მიანმარის სახელმწიფო მედიის ცნობით, ციკლონ ნარგისის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა.

მიანმარის სახელმწიფო მედიის ცნობით, ციკლონ ნარგისის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა.
სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ინფორმაციით, გარდა ამისა, დაახლოებით 41 ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. დღეს სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი სამხედრო ხუნტა მზად არის მიიღოს საერთაშორისო დახმარება, რათა შეძლოს ჰუმანიტარული კრიზისისთვის თავის გართმევა. გარდა ამისა, სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ კვირის ბოლოსთვის დანიშნული საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდება ყველგან, გარდა 47 დასახლებისა, რომლებიც განსაკუთრებით დააზარალა ციკლონმა. 10 მაისის კენჭისყრა სამხედროების მიერ მართულ ქვეყანაში პირველი იქნება უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე.

XS
SM
MD
LG