Accessibility links

logo-print

როგორც იტყობინებიან, შიიტურმა გასამხედროეულმა ორგანიზაცია


როგორც იტყობინებიან, შიიტურმა გასამხედროეულმა ორგანიზაცია ჰიზბოლამ

როგორც იტყობინებიან, შიიტურმა გასამხედროეულმა ორგანიზაცია ჰიზბოლამ
დაიწყო ბეირუთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა და ქუჩებში კონტროლის გადაცემა ლიბანის არმიისთვის. მანამდე რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა ქუჩის ბრძოლები ჰიზბოლასა და მთავრობის მომხრეებთან, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს. ჰიზბოლას ტელევიზიამ გამოცხადა, რომ ჰიზბოლას ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციური ძალები ბეირუთიდან გაიყვანენ შეიარაღებულ რაზმებს სამხედროების მოთხოვნის შესაბამისად. მაგრამ, მათი თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ბრძოლები მას მერე დაიწყო, რაც მთავრობამ ჰიზბოლას გავლენის შეზღუდვისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ჰიზბოლას ირანი და სირია უწევენ დახმარებას.
XS
SM
MD
LG