Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელ


აფხაზეთის საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელ მეთიუ ბრაიზას განცხადებებს

აფხაზეთის საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელ მეთიუ ბრაიზას განცხადებებს
რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება გამოეხმაურა. ის აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მოყვანილია სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ბ.მალახოვის პასუხი შეკითხვაზე ბრაიზას განცხადებებთან დაკავშირებით. მალახოვის თქმით, მოსკოვში ყურადღება მიიპყრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზას არც თუ კორექტულმა განცხადებებმა თბილისსა და სოხუმში. მოსკოვის შეფასებით, უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ ბრაიზა ვერ ერკვევა კონფლიქტურ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებში. ბრაიზა ქართული მხარის სასარგებლოდ მიკერძოებაში არის დადანაშაულებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ბ.მალახოვის კრიტიკა მიმართულია, მაგალითად, ბრაიზას განცხადების წინააღმდეგ, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, მაშინ როცა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს ფრენები უხეშად არღვევს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG