Accessibility links

logo-print

საქართველო გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან


საქართველო გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლის

საქართველო გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლის
ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ქართული მხარე სეპარატისტებს ადანაშაულებს სოფელ ხურჩასთან იმ ორი ავტობუსის აფეთქებაში, რომელთაც ქართული მოსახლეობა გადაჰყავდათ გალის რაიონიდან ზუგდიდის მიმართულებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძის განცხადებით, დაჭრილია ოთხი ქალი დაჭრილია, მათ შორის ერთი მძიმედ. მანვე დასძინა, რომ ავტობუსებს აფხაზურმა მხარემ ესროლა. ზღულაძის განცხადებით, ამჟამად გალის რაიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, დაძაბულობა განიმუხტა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიას განცხადებით, გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და სროლები მათ დასაშინებლად დაიწყეს. აფხაზი სეპარატისტების ლიდერები უარყოფენ ყოველგვარ კავშირს ამ ინციდენტთან.
XS
SM
MD
LG