Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა სომხეთის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა სომხეთის
საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები ეუთოს სტანდარტებს ”ძირითადად აკმაყოფილებდა” - თუმცა კენჭისყრის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა საერთო სურათზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეუთო აცხადებს, რომ ბიულეტენების თვლის, და საჩივრების განხილვის პროცესში დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელი სტანდარტები სათანადოდ არ იყო დაცული - ამან კი მთლიან საარჩევნო პროცესს მიაყენა ჩრდილი. სამეთვალყურეო მისიის დასკვნით, პრობლემების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მთავრობა სათანადო მონდომებით არ მოეკიდა ეფექტიანი და მიუკერძოებელი წესების დამკვიდრების ამოცანას.
XS
SM
MD
LG