Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გერენალურმა მდივანმა იააპ დე


ნატოს გერენალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს აფხაზეთიდან

ნატოს გერენალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს აფხაზეთიდან
სარკინიგზო სამუშაოებისთვის შეყვანილი 400 სამხედრო. სხეფერის თქმით, ჯარების შეყვანა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე დროს მან საქართველოს და რუსეთს მოუწოდა, სწრაფად დაიწყონ დიალოგი დაძაბულობის შესამცირებლად. "იმედი მაქვს, არ მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაცია. მაგრამ რუსეთს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია დეესკალაციაში, თუკი გაიყვანს ამ ე.წ. სარკინიგზო სამხედრო პერსონალს, ჯარისკაცებს. ვინაიდან, ვფიქრობ, რუსები არც კი უარყოფენ, რომ სამშვიდობო მანდატის ფარგლებს სცდებიან და მიმაჩნია, რომ აფხაზეთში არ არის მათი ადგილი," განაცხადა სხეფერმა. რუსეთი აფხაზეთში ჯარების განთავსებას ჰუმანიტარულ აქციას უწოდებს.

XS
SM
MD
LG