Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის


სანქტ-პეტერბურგში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების არაოფიციალური შეხვედრა.

სანქტ-პეტერბურგში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების არაოფიციალური შეხვედრა.
ორივე პრეზიდენტმა გამოთქვა შეფასება, რომ საქართველოს და რუსეთს შეუძლიათ, შუამავლების გარეშე მოაგვარონ პრობლემები. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვეედევმა ქართველ კოლეგასთან საუბრის დასაწყისში, მისალმების შემდეგ გაიხსენა გუშინდელი ვიზიტი გერმანიაში, შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან. [მედვედევის ხმა] “მათ აღელვებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ბედი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია მოვაგვაროთ ყველა ეს საკითხი, დღეს რომ არსებობს, დავძლიოთ არსებული სირთულეები და ურთიერთობები მოვაგვაროთ სამომავლოდ, ხანგრძლივი პერიოდით”. პრეზიდენტ მედვედევის ეს შეფასება გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმა. [სააკაშვილის ხმა] “ვფიქრობ, არ არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია. არის ბევრი, ჯერ რომ არ მოგვარებულა, მაგრამ შესაძლებელი ყველას მოგვარებაა - თუ არის კეთილი ნება, თუ არის ურთიერთგაგება. მართლაც, რუსეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ქვეყნებია”. ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა წარმოთქვა პეტერბურგში რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილის გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კიდევ რამდენიმე ლიდერთან. სანქტ-პეტერბურგი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმსაც მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG