Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ გაზის


რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ გაზის ფასი თითქმის გაუორმაგდება 2009 წლის 1 იანვრიდან.

რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ გაზის ფასი თითქმის გაუორმაგდება 2009 წლის 1 იანვრიდან.
ამ შინაარსის განცხადება დღეს პეტერბურგში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევისა და ვიქტორ იუშჩენკოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით, ორმა პრეზიდენტმა განიხილა შავი ზღვის ფლოტის საკითხიც. პრეზიდენტმა მედვედევმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, არ მიიღოს ცალმხრივი ზომები სევასტოპოლის სამხედრო ბაზასთან მიმართებით. კიდევ ერთ საკითხზე, ნატოზე საუბრის დროს, სერგეი ლავროვმა გამოთქვა შეფასება, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ არგებდა უკრაინა-რუსეთის ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG