Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი თარგამაძემ


მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი თარგამაძემ -

მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი თარგამაძემ -
რომელიც, სავარაუდოდ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ხელმეორედ დაიკავებს - დღეს განაცხადა, რომ თბილისი უარს არ ამბობს აფხაზეთთან ძალის არ გამოყენების შეთანხმების გაფორმებაზე იმ პირობით, თუ ამავე შეთანხმებაში დევნილთა უპირობო დაბრუნება იქნება გათვალისწინებული. გივი თარგამაძემ ამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა - 9 ივნისს რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს მოუწოდა ხელი მოაწეროს შეთანხმებას საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ, და გაიყვანოს ძალები კოდორის ხეობიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების, და კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა იქნება.
XS
SM
MD
LG