Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი პროკურორების ინფორმაციით, ბერლინში რუსული


გერმანელი პროკურორების ინფორმაციით, ბერლინში რუსული მაფიის

გერმანელი პროკურორების ინფორმაციით, ბერლინში რუსული მაფიის
ხელმძღვანელობაში ეჭვმიტანილი პირი დააპატიმრეს. მისი აყვანა ხუთშაბათს მოხდა, ესპანეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანების საფუძველზე. მიმდინარე თვის დასაწყისში ესპანეთში მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი რუსეთის სულ მცირე 20 მოქალაქე დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ე.წ. ”ტამბოვსკაიას დაჯგუფების” წევრები არიან - რომელსაც სხვა დანაშაულებთან ერთად ბრალი ედება ფულის გათეთრებაში, იარაღის ტრეფიკინგში, და შეკვეთილი მკვლელობების აღსრულებაში.
XS
SM
MD
LG