Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში გაიტაცეს სამი ადამიანი -


სომალიში გაიტაცეს სამი ადამიანი - შვეციისა და დანიის მოქალაქეები და ადგილობრივი მცხოვრები.

სომალიში გაიტაცეს სამი ადამიანი - შვეციისა და დანიის მოქალაქეები და ადგილობრივი მცხოვრები.
თავდასხმის შედეგად დაიჭრა სომალის 5 ჯარისკაცი. უცხოელთა გატაცების ფაქტი დაადასტურა შვეციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გატაცებულები მუშაობენ ჰუმანიტარულ მისიაში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის განნაღმვას ეწევა. სომალიში მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობს შეიარაღებული კოფნლიქტები. თავდასხმა მოხდა ქალაქ ხუდურში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. ადგილობრივი მოსახლეობის თანახმად, მისიის თანამშრომლები გაიტაცეს ისლამისტმა მეამბოხეებმა, რომლებმაც მთელი ქალაქი ჩაიგდეს ხელთ. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ამ ცნობას.

XS
SM
MD
LG