Accessibility links

საქართველოს ხელისუფლების უახლოესი გეგმა ნატოსთან ურთიერთობაში


მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.



მათ შორის არის მრავალეროვნული სწავლების მასპინძლობა, ავღანეთში ISAF- ის ოპერაციაში კონტინგენტის გაგზავნა და საკონტრაქტო სისტემაზე მთელი არმიის გადაყვანისთვის მზადება. ამ პროგრამების წარმატება კი უნდა უზრუნველყოს თავდაცვის ბიუჯეტმა, რომელიც 2008 წელს მილიარდ დოლარს მიაღწევს.


საქართველოს სამხედრო უწყება წელს სახელმწიფოსგან მილიარდ 300 მილიონი ლარით დაფინანსდება. თანხა ძირითადად სამხედრო მოსამსახურეების შრომით ანაზღაურებაზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, პირადი შემადგენლობის სოციალური პროგრამების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე დაიხარჯება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება, არამედ ინტენსიური სამხედრო სწავლებები ჯარის ყველა სახეობისათვის. ზაფხულის თვე ამ მხრივ ყველაზე ინტენსიური პერიოდია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ივლისის თვეში საქართველო ნატოს მრავალეროვნულ სწავლებას უხელმძღვანელებს:

[გიორგი მუჩაიძე]

სამხედრო სწავლებების დასრულების შემდეგ ”წიწილების დათვლა” უკვე ქართულ დიპლომატიას მოუწევს. სექტემბერში საქართველოს პირველად ეწვევა ნატოს უმაღლესი დელეგაცია, რომელიც საქართველოს მიერ შესრულებული ”საშინაო დავალების” ხარისხს შეაფასებს.

[გიორგი მუჩაიძე]

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დეკემბრისთვის ქვეყანას კიდევ უფრო მეტი პროგრესი ექნება მართლმსაჯულებაში, რასაც ზოგიერთი ოპონენტი ქართული დემოკრატიის აქილევსის ქუსლს უწოდებს. პრობლემებს მართლმსაჯულებაში ნაწილობრივ იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ:

[გიგა ბოკერია]

საქართველო ასევე აპირებს ორი ქვედანაყოფის გაგზავნას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში, რომელსაც ნატო ხელძღვანელობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას თქმით, ამ ოპერაციაში მონაწილეობა არა მხოლოდ ზრდის ქართული არმიის ოპერატიულ შესაძლებლობებს, არამედ პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან:

[გიგა ბოკერია]
XS
SM
MD
LG