Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა
გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების ელჩებთან და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, დაწვრილებით განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 8 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი. გუშინ საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედება - საქმე ეხება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას და რუსეთის მიერ ამის ოფიციალურად აღიარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 8 ივლისს სამხედრო თვითმფრინავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების აღკვეთის მიზნით.
XS
SM
MD
LG