Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში


ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში თეირანის წარმომადგენელმა საიდ ჯალილიმ განაცხადა,

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში თეირანის წარმომადგენელმა საიდ ჯალილიმ განაცხადა,
რომ მისი ქვეყანა მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე. ჯალილიმ აღნიშნა, რომ ირანი სერიოზულად არის განწყობილი თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე დასავლეთთან არსებული უთანხმოების მოგვარებისთვის. შაბათს ჟენევარი ჯალილი შეხვდა ევროპის კავშირისა და ექვსი ქვეყნის, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს. საერთაშორისო თანამეგობრობა ირანს სთავაზობს სანქციების მოხსნა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას ურანის გამდიდრებაზე უარის სანაცვლოდ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორ კვირაში გაიმართება.



XS
SM
MD
LG